მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

პროგრამა: საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
განათლების საფეხური: საბაკალავრო
ხელმძღვანელი: დარსაველიძე მარინე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი საზოგადოებრივ ურთიერთობებში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას კვალიფიციური, მაღალი კომპეტენციის მქონე საზოგადოებასთან ურთიერთობის და მრავალმხრივ განათლებული, საზოგადოებრივად მოაზროვნე, აქტიური მოქალაქეების მომზადებით, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე. საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალპროფილიანი კუთხით, კერძოდ, მოამზადოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ სტრატეგიული გეგმების განხორციელება, მედიასთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება, კვლევების წარმოება, დაგეგმილი ღონისძიების მართვა და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ონლაინ კომუნიკაციების გამოყენება. პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომლებიც შეძლებენ დასაქმდნენ ბიზნესს და ფინანსურ სექტორში, სხვა კერძო და საჯარო უწყებებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით და საკონსულტაციო სამსახურში, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებსა და სააგენტოებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ვიზუალური ლექციები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • სიტუაციური ამოცანები;
  • იმიტირებული შესრულება;
  • როლური თამაშები;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • მცირე კვლევების ჩატარება;
  • მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • გუნდური მუშაობის უნარები;
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • კრიტიკული ანალიზი
  • დისკუსია
  • დებატები
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study);
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება;
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა.
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • თემების დაწერა
  • პრეზენტაციის წარდგენა
  • ვერბალური და ზეპირსიტყვიერი მეთოდი
სწავლის შედეგი:

ცოდნა და გაცნობიერება

კურსდამთავრებულს ექნება:

    • კომუნიკაციის მოდელების და თეორიების (საბაზისო, ნარატიული, აუდიტორიაზე ცენტრირებული და სხვა) ცოდნა;
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკოსის ფუნქცია/მოვალეობების და როლების ცოდნა;
    • საბაზისო დონეზე სტრატეგიული დაგეგმვის თავისებურებების ცოდნა;
    • იმიჯის ფორმირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
    • კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდების (მაგალითად, ჩაღრმავებული ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები, კონტენტ ანალიზი) ცოდნა ;
    • გაცნობიერებული ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობა, როგორც ორგანიზაციის, ისე ქვეყნის დონეზე;
    • ძირითადი სარეკლამო საშუალებების ცოდნა;
    • გაცნობიერებული მულტიმედიური ტექნიკების მნიშვნელობა საზოგადოებასთან ურთიერთობაში;
    • გაცნობიერებული ურთიერთმიმართება მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას შორის.
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციების, სამსახურეობრივი მოვალეობების (წერა-რედაქტირება, კვლევა, კონსულტირება, ტრენინგები და სხვა) ცოდნა;
    • გაცნობიერებული საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის ფუნქციები, მათ შორის, ლობირება, საჯარო ინფორმირება, განვითარება, რეკლამირება, პრეს-აგენტობა და სხვა;
    • გაცნობიერებული რეკლამის არსი
    • გაცნობიერებული კულტურის, ჯგუფის, რელიგიის, სოციუმის, ურბანიზაციისა და კოლექტიური ქცევის ცნებები
    • გაცნობიერებული ბრენდის კაპიტალის, პროდუქტისა და ბრენდს შორის ურთიერთმიმართება
    • გაცნობიერებული საცალო და საბითუმო ვაჭრობის თავისებურებები
    • გაცნობიერებული საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ურთიერთმიმართება
    • 4P (Product, Price, Place, Promotion) ცოდნა
    • გაცნობიერებული იმიჯის როლი და დანიშნულება თანამედროვე საზოგადოების სხვადასხვა სფეროებისათვის
    • პრ–ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და სტრატეგიების ცოდნა
    • აუდიტორიაზე ცენტრირებული გამოსვლის პროცესის თავისებურებების ცოდნა

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე სტრატეგიული გეგმის განხორციელების უნარი;
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს მედია საშუალებების გამოყენების უნარი (სტატიის, რეპორტაჟის მომზადება);
    • სარეკლამო ბრიფის მომზადების უნარი;
    • მესიჯის განსაზღვრისა და გავრცელების უნარი;
    • სტრატეგიული კამპანიების წარმოების უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე;
    • ზედამხედველობის საფუძველზე კითხვარების შედგენის და კვლევის წარმოების უნარი;
    • ონლაინ კომუნიკაციების წარმოების უნარი;
    • საიმიჯო და სარეკლამო მასალების მომზადების უნარი.  
    • საინფორმაციო-სარეკლამო წერილების მომზადების უნარი
    • მედიაპაკეტის მომზადების უნარი
    • ახალი ამბების რელიზების მომზადების უნარი
    • სოციოლოგიური კვლევების წარმოების უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე
    • ბრენდის ელემენტების შედგენის უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე
    • ბრენდის კაპიტალის შექმნის მიზნით მარკეტინგული პროგრამების შემუშავების უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე
    • ბრენდის კონცეფციის შემუშავების უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე
    • მესიჯის გავრცელების უნარი შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით
    • მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრის უნარი დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი მახასიათებლების გათვალისწინებით.

დასკვნის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

    • არსებული ვითარების და კონკურენტული გარემოს შეფასების და ანალიზის უნარი (SWOT და კონტენტ ანალიზი);
    • კვლევის შედეგების ინტერპრეტაციის უნარი;
    • საჭირო რესურსების გამოყენების შედეგად ინფორმაციის მოპოვების უნარი (მაგ: ონლაინ ღია-რესურსების და საარქივო მასალების ძიება, სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, ელექტრონული მონაცემების მოძიება);
    • კონკრეტული კამპანიის და მოვლენის შესაბამისად პრიორიტეტების განსაზღვრის და საკითხის გააზრების უნარი;
    • მესიჯის თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზის უნარი;
    • განხორციელებული კამპანიების ანალიზის უნარი შედეგების, გაყიდვების და უკუკავშირის საფუძველზე;
    • თავისუფლად შეეძლება მონათესავე პროფესიების და დისციპლინების იდენტიფიცირება (მედია, მარკეტინგი, რეკლამა);
    • კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარები;
    • ეთიკური და პროფესიული სტანდარტების შეფასების უნარი.
    • განხორციელებული სარეკლამო აქტივობების შეფასების უნარი
    • განხორციელებული საკომუნიკაციო კამპანიების დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზის უნარი
    • ბრენდის წარმატება/წარუმატებლობის შეფასების უნარი დარგისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, მათ შორის ბრენდის აუდიტის საშუალებით

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

    • საჯარო გამოსვლის უნარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
    • საზოგადოებასთან, მედიასთან, მედია აუდიტორიასთან, კოლეგებთან და სხვა მიზნობრივ სეგმენტებთან კომუნიკაციის დამყარების უნარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
    • წერითი (მაგალითად, ნიუს რელიზები, მედია კიტების, ბუკლეტების, მოხსენებების ) და ზეპირი (მაგალითად, საჯარო გამოსვლები,  ინტერვიუები) პრეზენტაციის უნარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
    • დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ეფექტიანი მონაწილეობის უნარი;
    • მონათესავე სპეციალობების წარმომადგენლებთან ინტერაქციის უნარი;
    • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროფესიულ დონეზე გამოყენების უნარი. 
    • სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
    • ნიუს-რელიზებში, ბროშურებში, მედია კიტებსა და სხვა სარეკლამო საშუალებებში მესიჯის გადმოცემის უნარი მიზნობრივი სეგმენტის თავისებურებების გათვალისწინებით როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე
    • ტაქტიკურ გეგმაში გათვალისწინებული მესიჯების ტრადიციული და ახალი მედია ტექნოლოგიების საშუალებით გავრცელებისა და კომუნიკაციის უნარი

სწავლის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

    • საჭიროებიდან გამომდინარე პროფესიული სრულყოფის მიზნით შესაბამისი სასერტიფიკატო კურსების ან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის განსაზღვრის უნარი;
    • პროფესიულ ასოციაციებში და კავშირებში გაწევრიანების და მასალების დამუშავების უნარი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე აგრეთვე, დამოუკიდებლად თვითგანვითარების უნარი;
    • პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობის, ლიტერატურის და დოკუმენტების შესწავლის და დამუშავების უნარი;
    • თვითგანვითარებაზე, ცოდნის გაფართოებაზე და ახალი ცოდნის შეძენაზე ორიენტაციის უნარი;
    • საზოგადოებასთან ურთიერთობაში საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მუდმივად განახლების უნარი;
    • მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი, შემდგომ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. 
    • საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით მუდმივი თვითგანვითარების უნარი
    • საინტერესო საკითხების გამოკვეთისა და მათი დამუშავების უნარი
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის სიახლეების დამუშავების უნარი
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით საკუთარი ინტერესების გამოკვეთის უნარი და ამ მიმართულებით სწავლის თანმიმდევრულად დაგეგმვისა და გაგრძელების (სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობის, სწვალების შემდგომა საფეხურზე გაგრძელება) უნარი

ღირებულებები

კურსდამთავრებულს ექნება:

    • პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულება;
    • ეთიკური ნორმების და პროფესიული სტანდარტების დაცვა;
    • კონკურენტების პატივისცემა;
    • დემოკრატიული ღირებულებები (სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სხვა);
    • გათავისებული საზოგადოებასთან ურთიერთობის  ეთიკის ნორმები
    • გათავისებული საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკოსის, როგორც საზოგადოებისა და ორგანიზაციისთვის ორმხრივი და არა ცალმხრივი კომუნიკატორის პასუხისმგებლობა
    • რეკლამების კონცეფციების შემუშავებისას გათავისებული ეთიკური და მულტიკულტურული საკითხების  გათვალისწინების საჭიროება
    • კონკურენტების პატივისცემა
პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06/11/2008
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 50
პროგრამის განახლების თარიღი: 09/12/2013
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 49-13
პროგრამის დეტალები: საუნივერსიტეტო, სკოლის, პროგრამის ძირითადი და არჩევითი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს დამატებითი სპეციალობა



საუნივერსიტეტო ძირითადი საგნები

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
BUSN1210 ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები 6 1
HIST1115 შესავალი მსოფლიო ისტორიაში I 3 1
KART1220 აკადემიური წერა 6 2
HIST1215 შესავალი მსოფლიო ისტორიაში II 3 2
HIST1230 შესავალი საქართველოს ისტორიაში 6 3

ჯამში კრედიტი:

24


სკოლის ძირითადი საგნები

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
ENGL2145 ინგლისური ენა III (B1/1) 3 1
MATH1110 რაოდენობრივი კვლევის საფუძვლები 6 1
ENGL2215 ინგლისური ენა IV (B1/2) 3 2
ENGL3115 ინგლისური ენა V (B2/1) 3 3
ENGL3215 ინგლისური ენა VI (B2/2) 3 4

ჯამში კრედიტი:

18


სკოლის ასარჩევი საგნები

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
GERM1142 გერმანული ენა I (A1) 3 2
SPAN1142 ესპანური ენა I (A1) 3 2
ITAL1142 იტალიური ენა I (A1) 3 2
FRAN1142 ფრანგული ენა I (A1) 3 2
GERM1242 გერმანული ენა II (A2) 3 3
SPAN1242 ესპანური ენა II (A2) 3 3
ITAL1242 იტალიური ენა II (A2) 3 3
FRAN1242 ფრანგული ენა II (A2) 3 3
GERM2142 გერმანული ენა III (B1/1) 3 4
SPAN2142 ესპანური ენა III (B1/1) 3 4
ITAL2142 იტალიური ენა III (B1/1) 3 4
FRAN2142 ფრანგული ენა III (B1/1) 3 4
GERM2242 გერმანული ენა IV (B1/2) 3 5
SPAN2242 ესპანური ენა IV (B1/2) 3 5
ITAL2242 იტალიური ენა IV (B1/2) 3 5
FRAN2242 ფრანგული ენა IV (B1/2) 3 5
სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 12 კრედიტი უცხო ენაში

ჯამში კრედიტი:

48


პროგრამის ძირითადი საგნები

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
JMMB2110 ჟურნალისტური ოსტატობა I/ახალი ამბების და სტატიის მომზადების ტექნიკა 6 1
COMM4120 საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი 6 1
MKTG2210 მარკეტინგის საფუძვლები 6 2
COMM4110 მესიჯის ჩამოყალიბების და განვითარების ტექნიკა 6 2
INFO1110 საოფისე კომპიუტერული პროგრამები და ინტერნეტი 3 2
JMMB3125 მულტიმედია ჟურნალისტიკა 6 3
COMM4130 რეკლამის საფუძვლები 6 3
INFO4115 საგამომცემლო საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები 6 3
COMM4210 ბრენდინგი 6 4
COMM4215 იმიჯმეიკინგი 6 4
COMM4135 საჯარო გამოსვლის ტექნიკა 6 4
COMM4230 სტრატეგიული კომუნიკაციების საფუძვლები 6 4
COMM4150 გაყიდვების სტრატეგია 6 5
COMM4140 ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები 6 5
SOCL3110 სოციოლოგიის საფუძვლები 6 5
COMM4240 საერთაშორისო მარკეტინგული კომუნიკაციები 6 6
COMM4220 სტრატეგიული კომუნიკაციების ქეისების შესწავლა 6 7
COMM4255 პრაქტიკა საზოგადოებასთან ურთიერთობაში 6 8

ჯამში კრედიტი:

105


პროგრამის ასარჩევი საგნები

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
SOCL2525 დემოკრატია და მოქალაქეობა 6 2
JMMB3140 მასმედია და საზოგადოება 6 2
COMM4315 ივენთ მენეჯმენტი 6 3
JMMB4235 ახალი მედია ტექნოლოგიები 6 4
COMM4250 სტრატეგიული კამპანიების წარმოების ტექნიკა 6 6
COMM4310 საბოლოო პროექტი საზოგადოებასთან ურთიერთობაში 6 8

ჯამში კრედიტი:

36


დამატებითი სპეციალობები

აღმოსავლეთმცოდნეობა
ინფორმატიკა
მათემატიკა
პოლიტიკის მეცნიერებები
ჟურნალისტიკა
საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ჯანდაცვის ადმინისტრირება


სწავლების ორგანიზების თავისებურებები:ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად საზოგადოებასთან ურთიერთობაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, ძირითადი საგნების არჩევითთან თანაფარდობა ლოგიკისა და საჭიროების მიხედვით არის დაცული, დიდი წილი მოდის ძირითად საგნებზე, რის საფუძველზეც სტუდენტს გამოუმუშავდება პროგრამით განსაზღვრული კონკურენტული კომპეტენციები. პროგრამა მოიცავს საუნივერსიტეტო ძირითად საგნებს 24 კრედიტს, სპეციალობის 135 კრედიტს მათ შორის პროგრამის ძირითადი 105 კრედიტი, სკოლის ძირითადი 18 კრედიტი და სკოლის ასარჩევი 12 კრედიტი, 81 კრედიტის პროგრამის ასარჩევი ან თავისუფალი კრედიტებით და/ან 60 კრედიტის დაგროვებას დამატებითი სპეციალობის ან სხვა არჩევითი საგნების საფუძველზე შემდეგნაირად: ა) გაიაროს პროგრამის ასარჩევი საგნები; ბ) გაიაროს თავისუფალი არჩევითი საგნები და/ან პროგრამის ასარჩევი საგნები; გ) გაიაროს დამატებითი სპეციალობის (მაინორი) და/ან პროგრამის არჩევითი ან თავისუფალი არჩევითი საგნები. სწავლების ენა არის ქართული, ინგლისური კომპონენტებით.



შეფასების სისტემა:

ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

36 ქულა / 36%;

რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას

10  ქულა/ 10%;

შუალედური გამოცდა

24 ქულა / 24%;

დასკვნითი გამოცდა

30 ქულა / 30%


შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+ A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX FX ვერ ჩააბარა
<40   F F ჩაიჭრა




საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი ადამიანური და მატერიალური რესურსი.

სილაბუსების ნახვა შეუძლია ნებისმიერ ავტორიზებულ მომხმარებელს.