მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

პროგრამა: სამართალმცოდნეობა
განათლების საფეხური: საბაკალავრო
ხელმძღვანელი: ბეგიაშვილი მალხაზ
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს სრული საშუალო განათლების მქონე პირი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე; ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სრული საშუალო განათლების მქონე პირის ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
პროგრამის მიზანი:

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროში, რითიც ხელს შეუწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას, საზოგადოებაში სამართლებრივი, დემოკრატიული და ზნეობრივი ღირებულებების განმტკიცებასა და სამოქალაქო მართლშეგნების ამაღლებას.

თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სწავლების მეთოდების გამოყენებით, მოხდება   კურსდამთავრებულისთვის  სამართლის ფართო ცოდნის მიცემა  საჯარო, კერძო და სისხლის სამართლის სფეროში. კურსდამთავრებულს გამოუმუშავდება ზოგადსამართლებრივი პრინციპებისა და ღირებულებების ცოდნა, შეძლებს საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეების

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები:

ცოდნისა და გაცნობიერების მიღწევის მეთოდები:

  • ლექცია-სემინარები
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტირების მეთოდი
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
  • ინტერაქტიულ მეცადინეობები

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის მიღწევის მეთოდები:

  • სიტუაციური ამოცანები
  • როლური თამაში
  • სიახლეთა გარჩევა
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • იმიტირებული შესრულება
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
  • მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება

დასკვნის უნარის განვითარების მეთოდები:

  • კრიტიკული ანალიზი
  • დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა

სწავლის უნარის განვითარების მეთოდები:

  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში

კომუნიკაციის უნარის განვითარების მეთოდები:

  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • თემების დაწერა
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
სწავლის შედეგი:

ცოდნა და გაცნობიერება

კურსდამთავრებულს ექნება:

  • სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, კერძოდ, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, შეჯიბრებითი მართლმსაჯულების სფეროებში კომპეტენციების, დემოკრატიული ფასეულებების, ღირებულებებისა და სამართლის ისტორიული წყაროების ფართო ცოდნა.
  • საჯარო, კერძო ან სისხლის სამართლის სფეროს ფართო ცოდნა.
  • ქართული და საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორიის, კონსტიტუციური პრინციპების, სახელმწიფო მოწყობის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, კერძო, სისხლისა და საჯარო სამართლის მატერიალური და პროცესუალური ნორმების (სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები, ქონებრივი სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, საკორპორაციო სამართალი, შრომის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, დანაშაულის არსი, სახეები, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებები და მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები) და საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართ მოქმედი ძირითადი თეორიებისა და პრინციპების ცოდნა და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება.
  • იმ სამართლის დარგებისა და ინსტიტუტების ცოდნა, რომლებიც ქმნიან ეროვნული სამართლის სისტემას. ასევე ძირითადი სამართლებრივი სისტემების პრინციპებისა და სამართლებრივ სისტემებში გაერთიანების კრიტერიუმების ცოდნა.
  • გაცნობიერებული იურისტის ფუნქცია–მოვალეობები და მისი როლი სამართლებრივ სახელმწიფოს განვითარებისათვის.
  • კაზუსის ამოხსნის მეთოდიკის ცოდნა.
  • იურიდიულ პროფესიათა ეთიკის, სასამართლო და საპროცესო წარმომადგენლობის ფუნქცია–მოვალეობების ცოდნა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • წამოჭრილი სამართლებრივი ხასიათის ცხოვრებისეული შემთხვევის მომწესრიგებელი ნორმების სწორად შერჩევის, მისი განმარტების პრაქტიკაში დამკვიდრებული (გრამატიკული ანუ სიტყვა–სიტყვითი, სისტემური, ისტორიული, ობიექტურ–ტეოლოგიური) და ასევე ახალი მეთოდების გამოყენებისა და მის საფუძველზე შემთხვევის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტის უნარი.
  • კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტის განმარტებისა და მასზე შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის უნარი.
  • სამართლებრივ დოკუმენტაციასთან (ხელშეკრულებები, სარჩელი, შესაგებლი, საჩივრი, სასამართლო გადაწყვეტილება, შუამდგომლობა, დადგენილება, ადმინისტრაციული აქტი, ნორმატიული აქტის პროექტის) წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე მუშაობის, მისი შედგენის, მასში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციის მიცემის უნარი.
  • წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე მოქალაქეებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევის უნარი, კლიენტის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად სასამართლოსთვის სარჩელის შეტანის გზით მიმართვის უნარი.

დასკვნის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • აბსტრაქტული სამართლებრივი აზროვნების, კანონმდებლობის, სამართლის დოგმატიკისა და სასამართლო პრაქტიკის პრობლემატური საკითხების განხილვისა და კრიტიკული შეფასების უნარი;
  • პრობლემების გადასაწყვეტად აუცილებელი მონაცემების, ნორმებისა და ინფორმაციის მოძიების, განმარტების, კრიტიკული ანალიზისა და მტკიცებულებებზე დამყარებული დასკვნის გაკეთების უნარი დამკვიდრებული კვლევის მეთოდების (შედარებით–სამართლებრივი, ისტორიულ–სამართლებრივი, სისტემური და სხვ.) გამოყენებით.
  • სამართლის სფეროში მიმდინარე თანამედროვე მოვლენებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისა და ანალიზის უნარი.
  • კონტინენტალურ–ევროპული და ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემის ქვეყნებში სამართლის ცალკეული ინსტიტუტების მარეგულირებელი ნორმების, მათი ეროვნულ სისტემასთან შედარებით–სამართლებრივი ანალიზის უნარი.

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • მშობლიურ და ინგლისურ ენაზე, როგორც ვერბალური, ისე წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარი, ასევე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენების უნარი.
  • სამართლის სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და სხვა სიახლეების უახლესი საინფორმაციო–ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გავრცელების უნარი.
  • წერით დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ( სარჩელის, შესაგებლის ხელშეკრულებები და ა.შ) სპეციალისტების (იურისტები) და არასპეციალისტებისათვის (კლიენტი, დაზარალებული, ბრალდებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი ოჯახის წევრების და ა.შ) ინფორმირების უნარი.
  • სამართლებრივად პრობლემური საკითხების სამართლის სფეროში სპეციალური განათლების არმქონე პირებისთვის მარტივი და გასაგები ფორმით ჩამოყალიბების უნარი.

სწავლის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • პროფესიულ საქმიანობაზე მუდმივი დაკვირვებით ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების უნარი. სამართლებრივი ჟურნალების, უახლესი სამცნიერო იურიდიული ლიტერატურისა და ელექტრონული ბიბლიოთკების (მაგალითად: HeinOnline-ის) გამოყენებით, მნიშვნელოვანი სამართლებრივი მასალებისა და წყაროების მოძიების უნარი.
  • უწყვეტი იურიდიული განათლების ფარგლებში მისთვის განსაკუთრებით საინტერესო სამართლის სფეროს გათვალისწინებით მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსების გავლისა და შემდგომ საფეხურზე, მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების საჭიროების დადგენის უნარი.
  • გათავისებული სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებისათვის აუცილებებლი პრინციპების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელობა.

ღირებულებები

კურსდამთავრებულს ექნება:

  • გათავისებული პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნები.
  • გათავისებული საქმიანობის განხორციელებისას სხვადასხვა საზოგადოებრივი, რელიგიური, მორალური თუ ნაციონალური ფაქტორები.
პროგრამის დამტკიცების თარიღი: 24/10/2005
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 3
პროგრამის განახლების თარიღი: 04/04/2012
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 10-12



საუნივერსიტეტო ძირითადი საგნები

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
KART1220 აკადემიური წერა 6 1
HIST1115 შესავალი მსოფლიო ისტორიაში I 3 1
HIST1215 შესავალი მსოფლიო ისტორიაში II 3 2
HIST1230 შესავალი საქართველოს ისტორიაში 6 3
BUSN1210 ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები 6 4

ჯამში კრედიტი:

24


სკოლის ძირითადი საგნები

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
INFO1110 საოფისე კომპიუტერული პროგრამები და ინტერნეტი 3 2
MATH1110 რაოდენობრივი კვლევის საფუძვლები 6 8

ჯამში კრედიტი:

9


პროგრამის ძირითადი საგნები

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
ENGL2145 ინგლისური ენა III (B1/1) 3 1
LAWB1220 კონსტიტუციური სამართალი 1 – სახელმწიფო მოწყობის სამართალი 6 1
LAWB1130 სამართლის მეთოდები 6 1
LAWB1240 შესავალი სამოქალაქო სამართალში 6 1
LAWB2220 ვალდებულებითი სამართალი 6 2
ENGL2215 ინგლისური ენა IV (B1/2) 3 2
LAWB2130 კონსტიტუციური სამართალი 2 – ადამიანის ძირითადი უფლებები 6 2
LAWB 4370 რომის სამართალი 3 2
LAWB 4380 სამართლებრივი აზროვნების ისტორია 3 2
LAWB2120 სისხლის სამართალი (ზოგადი) 6 2
LAWB 4360 ქართული სამართლის ისტორია 3 2
LAWB1250 ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი 6 3
ENGL3115 ინგლისური ენა V (B2/1) 3 3
LAWB2110 სანივთო სამართალი 6 3
LAWB3130 სახელშეკრულებო სამართალი 6 3
LAWB2210 სისხლის სამართალი (კერძო 1) 6 3
ENGL3215 ინგლისური ენა VI (B2/2) 3 4
LAWB3280 კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები 6 4
LAWB2150 სამოქალაქო საპროცესო სამართლის საფუძვლები 6 4
LAWB3120 სისხლის სამართალი (კერძო 2) 6 4
LAWB2240 ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი 6 5
LAWB2250 საერთაშორისო სამართალი 6 5
LAWB2230 სისხლის სამართლის პროცესი 6 5
LAWB 4340 იურისტის პროფესიული უნარ–ჩვევები 6 7
LAWB 4400 კერძო სამართლის რეპეტიტორიუმი 6 8
LAWB 4390 სამართლის კლინიკა 12 8
LAWB 4420 საჯარო სამართლის რეპეტიტორიუმი 6 8
LAWB 4430 სემინარი სამართალმცოდნეობაში 6 8
LAWB 4410 სისხლის სამართლის რეპეტიტორიუმი 6 8

ჯამში კრედიტი:

159


პროგრამის ასარჩევი საგნები

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
LAWB4270 ევროპის სამართალი 6
LAWB 4320 საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი 6
LAWB4350 სამოქალაქო საპროცესო სამართალი (გაღრმავება) 6
LAWB4385 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი საქართველოსთან მიმართებით და მისი იმპლემენტაცია 6 5
LAWB 4277 კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში 6 5
LAWB3230 საბანკო სამართალი 6 5
LAWB4120 სადაზღვევო სამართალი 6 5
LAWB3140 საერთაშორისო არბიტრაჟი 6 5
LAWB4110 საერთაშორისო კერძო სამართალი 6 5
LAWB2140 საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი 6 5
LAWB3150 საკორპორაციო სამართალი 6 5
LAWB4230 შესავალი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში 6 5
LAWB3240 შრომის სამართალი 6 5
LAWB4220 თანამედროვე მოძღვრება დანაშაულზე 6 6
LAWB3210 ინტელექტუალური სამართალი 6 6
LAWB4130 კრიმინოლოგია 6 6
LAWB 4290 სააღსრულებო სამართალი 6 6
LAWB4440 სამართლებრივი ინგლისური 6 6
LAWB 4280 სანებართვო სამართალი 6 6
LAWB3220 საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი 6 6
LAWB3110 სისხლის სამართლის პროცესი (გაღრმავება) 6 6
LAWB3250 შესავალი სასჯელაღსრულების სამართალში 6 6
LAWB4377 დანაშაულის გამოვლინების ცალკეული ფორმების თანამედროვე მოძღვრება 6 7
LAWB 4266 ევროპული სისხლის სამართალი 6 7
LAWB 4285 კონკურენციის სამართალი (ქართული და საზღვარგარეთის ქვეყნების) 6 7
LAWB5350 კრიმინალისტიკა 6 7
LAWB4150 საგადასახადო სამართალი 6 7
LAWB4330 საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი 6 7
LAWB4210 საერთაშორისო სისხლის სამართალი 6 7
LAWB4240 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი 6 7
LAWB4180 სასჯელის შეფარდება 6 7
LAWB4211 თანამედროვე სისხლის სამართლის პროცესის ძირითადი ინსტიტუტები 6 8

ჯამში კრედიტი:

192


სწავლების ორგანიზების თავისებურებები:საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს (8 სემესტრს). უნივერსიტეტში სასწავლო დღე მოიცავს ლექციებს. ლექცია შედგება რამდენიმე ნაწილისგან (თეორიული, პრაქტიკული ), თითოეულის ხანგრძლივობაა 60 წუთი. სტუდენტთა რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება 25, გამონაკლისის სახით - 50 სტუდენტით, ჯგუფში 10-ზე ნაკლები სტუდენტის დარეგისტრირების შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას არ გახსნას ჯგუფი.



შეფასების სისტემა:

ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

36 ქულა / 36%;

რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას

10  ქულა/ 10%;

შუალედური გამოცდა

24 ქულა / 24%;

დასკვნითი გამოცდა

30 ქულა / 30%


შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+ A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX FX ვერ ჩააბარა
<40   F F ჩაიჭრა




საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი ადამიანური და მატერიალური რესურსი.

სილაბუსების ნახვა შეუძლია ნებისმიერ ავტორიზებულ მომხმარებელს.